საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა და 558 ქულით 109-ე ადგილზე დამკვიდრდა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი გასული წლის ოქტომბერში ჰქონდა, როდესაც მსოფლიოს 86-ე ჩოგანი გახდა.
ამჟამად, ნიკოლოზი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება, რომლის საჩოგბურთო ტურნირის წილისყრაც 4 ავისტოს გახლავთ დაგეგმილი.