ავტორიტეტულმა რუსულმა გამოცემა "სპორტ ექსპრესმა" ქართველი ჯანო ანანიძე "არსენალთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და მას 10 ქულიანი სისტემიდან 7.5 ნახევარი დაუწერა. წყაროს ცნობით, ანანიძე რიგ ეპიზოდებში მოიკოჭლებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში გუნდმა მისგან ის მიიღო, რაც მოეთხოვება.
"მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. არეულ პირველ ტაიმში გადამწყვეტი სიტყვა თქვა. საჯარიმო მოედნის ფარგლებიდან შესანიშნავი დარტყმით ანგარიში გახსნა, არანაკლებ მაღალი კლასის იყო მისი დარტყმა საჯარიმოს გარედან, როცა ანგარიში ორამდე გაზარდა. ყოველთვის წარმატებული არ იყო ორთაბრძოლებში, მაგრამ მას სხვა რამე მოეთხოვება და ეს გუნდმა მისგან მიიღო", - ასე შეაფასა ჯანოს თამაში "სპორტ ექსპრესმა".
შეგახსენებთ, ანანიძემ გუშინ "არსენალს" ორჯერ გაუტანა და ორივე გოლი განსაკუთრებული სილამაზის გამოდგა. აღნიშნული გოლების ნახვა კი აქ შეგიძლიათ.