მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა “ტორონტოს” მასტერსი მეოთხედ მოიგო და კარიერაში 66-ე ტიტული მოიპოვა. სერბმა ფინალში იაპონელი კეი ნიშიკორი 6:3, 7:5 დაამარცხა. ჯოკოვიჩი ჩოგბურთის ისტორიაში გახდა პირველი ჩოგბურთელი, ვისაც მასტერსის 30 ტიტული აქვს მოგებული. მეორე ადგილს 28 ტიტულით რაფაელ ნადალი იკავებს.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას პირველი სეტის მოსაგებად ბალკანელს ერთი ბრეიკი დასჭირდა. მეორე სეტში ჯოკოვიჩი 3:1 დაწინაურდა და თითქოს ყველაფერი დამთავრებული იყო, მაგრამ იაპონელმა უკუბრეიკის გაკეთება მოახერხა. მაგრამ 5:5-ზე ნოლე მეტოქის ჩაწოდების აღებას ახერხებს და კანადურ მასტერს კარიერაში მეოთხედ იგებს.
ამ გამარჯვბით ნოვაკმა 1000 სარეიტინგო ქულა და 685 200 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა, ნიშიკორიმ ფინალში გასვლით 600 სარეიტინგო ქულა და 336 000 დოლარი მიიღო.