ბერძნული კლუბის, პაოკის ხელმძღვანელობა იტალიური „მილანის“ თავდამსხმელის, ალესანდროს მატრის შეძენითაა დაინტერესებული.
Sky Italia-ს ცნობით, ბერძნებმა უკვე მიმართეს მილანელებს ოფიციალური წინადადებით, მიუხედავად ამისა, ძნელად სავარაუდოა ტრანსფერი შედგეს, რადგან საბერძნეთში თამაშის წინააღმდეგი თავად ფეხბურთელია. მას კარიერის სერია A-ში გაგრძელება უნდა.
31 წლის ფორვარდმა გასული სეზონი განათხოვრების წესით რომის „ლაციოში“ გაატარა და ყველა ტურნურში ერთად ჩატარებულ 31 მატჩში 7 გოლი გაიტანა.