ფეხბურთი

20:30 | 31.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

გატუზომ "პიზა" დატოვა

იტალიის ეროვნული ნაკრების და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ჯენარო გატუზო "პიზას" მთავარი მწვრთნლი აღარაა. აღნიშნული ინფორმაცია calciomarcato-მ გაავრცელა.

ახალგაზრდა სპეციალისტი გუნდში გასული სეზონის დაწყებამდე მივიდა და "პიზა" სერია B-ში დააწინაურა. გატუზოს შეგირდებმა ლეგა პროს ბ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და პლეი ოფის ფინალში "ფოჯა" 5:3 დაამარცხეს.

ჯენარო აღნიშნულ გუნდამდე ბერძნულ ოფი-ს წვრთნიდა, სადაც ქართველი ფეხბურთელები გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი თამაშობდნენ. გატუზო ბერძნებამდე "პალერმოს" 2013 წელს რამდენიმე თვით ედგა სათავეში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.11881