ფეხბურთი

21:00 | 31.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" იკარდის არ ეშვება

"ნაპოლი" მზადაა მილანის "ინტერის" კაპიტანი მაურო იკარდი 70 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინოს. როგორც Gazzetta dello Sport-ი იუწყება, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა არგენტინელის სანაცვლოდ აღნიშნული თანხა გაიღოს.

"ნერაძურის" პრეზიდენტმა ერიკ ტოჰირმა განაცხადა, რომ სამხრეთამერიკელი კლუბს არ დატოვებს. მიუხედავად ამისა, ნეაპოლელთა შეთავაზება მაცდურია, რადგან საქმე 70 მილიონ ევროს ეხება.

იკარდი "ინტერში" 2013 წლის ზაფხულში "სამპდორიადან" გადავიდა. მას შემდეგ თავდამსხმელმა 101 მატჩი ჩაატარა და თავი 52-ჯერ გამოიჩინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი ევროა.

0.12788