საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები დღეს ხორვატიაში, მოსამზადებელ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც 9 აგვისტომდე დარჩება და შემდეგ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ჩავა.
ბუბა ბერიშვილის, მიხეილ ბერუაშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილი ნაკრები ხორვატიის საკურორტო ქალაქ სპლიტში დაბინავდება, სადაც ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებლად ყველანაირი პირობა ექნება. შეკრების პერიოდში ქართველები ადგილობრივ კლუბებთან 3 ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
რაც შეეხება სოფიაში გასამართ ევროჩემპიონატის B დივიზიონს, ტურნირი 11-დან 20 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. 24 მონაწილე 4 ჯგუფშია გადანაწილებული. საქართველო D ჯგუფშია სლოვაკეთთან, ბულგარეთთან, ჩეხეთთან, ისლანდიასთან და ბელგიასთან. პლეი ოფში 2 საუკეთესო გუნდი გადის, ჯგუფში ჩარჩენილები კი საკვალიფიკაციო მატჩებში 9-24 ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.
www.gbf.ge