მილანის “ინტერის” ღირსებას ამიერიდან არგენტინელი მცველი კრისტიან ანსალდი დაიცავს. 29 წლის ფეხბურთელი “ნერაძურიში” რამდენიმე დღეა უკვე ვარჯიშობდა, მაგრამ ტრანსფერის ფორმალური მხარე ახლახან მოგვარდა და შესაბამისად, ოფიციალური კონტრაქტიც გაფორმდა. აღნიშნულ ცნობას, “ინტენრაციონალეს” ვებგვერდიც ადასტურებს.
29 წლის ანსალდი პოზიციით მარცხენა მცველია და გასული სეზონი “ჯენოაში” გაატარა (24 თამაში, 0 გოლი). მანამდე იგი ერთი წელი მადრიდის “ატლეტიკოში” თამაშობდა, კარიერის უმეტესი ნაწილი კი რუსეთში აქვს გატარებული – “ზენიტსა” და ყაზანის “რუბინში”. არგენტინის ნაკრებში ანსალდის 5 მატჩში უთამაშია და გოლიც გაუტანია.