"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გიოტებორგში "გალათასარაისთან" მოახლოებულ ამხანაგურ მატჩამდე განაცხადა, რომ გულშემატკივრები მის დებიუტს ელოდებიან.
შვედი ინგლისელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა. ზლატანს ვარჯიში ახალი დაწყებული აქვს და შესაძლოა დებიუტი 30 ივლისს ჰქონდეს.
"ყველა ჩემ დებიუტს ელოდება. აგრეთვე ბევრი საუბარია იმაზე, რომ ჩემ ქვეყანაში პირველი მატჩის ჩატარება უფრო კარგი იქნება. ვფიქრობ, რომ გულშემატკივრები ჩემით და გუნდის კარგი თამაშით უნდა დატკბნენ. ვიმედოვნებ, კარგ შეხვედრას ჩავატარებთ." - განუცხადა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს იბრაჰიმოვიჩმა.