"ტულუზას" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ვისამ ბენ იედერი კარიერას "სევილიაში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
აფრიკული ფესვების მქონე მოთამაშემ ანდალუსიელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო "სევილიამ" შემტევის სანაცვლოდ 9 მილიონი ევრო გადაიხადა.
ბენ იედერი "ტულუზაში" 2010 წლიდან თამაშობდა. 6 სეზონში თავდამსხმელმა 174 მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრები 71-ჯერ გაახარა.