თბილისის "ლოკომოტივმა" ავსტრიულ შეკრებაზე მეოთხე ამხანაგური მატჩი გამართა და თურქეთის სუპერლიგაში მე-15 ადგილზე გასულ "ქაისერისფორთან" 0:1 წააგო. მატჩის ერთადერთი გოლი მე-6 წუთზე სრედიან მიაილოვიჩმა გაიტანა.
"ლოკომოტივის" სასტარტო შემადგენლობა: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, მახარაძე, ხიდეშელი, ფოფხაძე, ქიქავა, დიასამიძე, კლიმიაშვილი, ზარანდია, უბილავა, ცხადაძე
სათადარიგოები: თევდორაძე, ჭანტურია, გეთიაშვილი, გავაშელიშვილი, კიკნაძე, გაბაძე, წივწივაძე, მზევაშვილი, სამურკასოვი, ჩაგელიშვილი, არდაზიშვილი.