ფეხბურთი

18:25 | 29.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი გოგია დრეზდენის "დინამოში" გადადის

24 წლის შემტევი ნახევარმცველი აკაკი გოგია დრეზდენის "დინამოში" გადადის. ეს ერთ დროს სახელოვანი კლუბი ამ ზაფხულს მესამე ბუნდესლიგიდან გადავიდა მეორეში.

გოგია, რომელიც გერმანიის მოქალაქე გახლავთ, "ვოლფსბურგის" გაზრდილია, მერე თამაშობდა "აუგსბურგში", "ზანქტ პაულიში", "ჰალეშერეში", ხოლო გასული ერთი სეზონი ინგლისის ჩემპიონლიგის "ბრენტფორდში" გაატარა, სადაც თავიდან კარგად თამაშობდა, მერე კი პრაქტიკა ძალიან მოაკლდა - ტრავმამაც შეუშალა ხელი.

დრეზდენის "დინამოს" აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, ქართველებისთვის კარგად ნაცნობი რალფ მინგე. როგორც იცით, მინგე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა.

0.112242