ფეხბურთი

10:30 | 29.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების "ვიტესმა" შეტევა გააძლიერა

გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის “ვიტესმა” ჰოლანდიელი თავდამსხმელი რიკი ვან ვოლფსვინკელი გაიფორმა. ამის შესახებ არნემული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 27 წლის შემტევმა ახალ გუნდთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

აღნიშნული ტრანსფერით არნემში იმედოვნებენ, რომ ცენტრფორვარდის პრობლემას გადაწყვეტენ – მოგეხსენებათ, გასულ სეზონში ამ პოზიციაზე ფეხბურთელის არყოლის გამო ყაზაიშვილმა რამდენჯერმე ითამაშა, განსაკუთრებით სეზონის მიწურულს.

აღსანიშნავია, რომ ვოლფსვინკელი “ვიტესში” 2007-2009 წლებში უკვე ირჯებოდა და გუნდის მაისურით 33 თამაშში 8 გოლი აქვს გატანილი. მერე იგი წარმატებით “უტრეხტში” გაისარჯა და ბედი სამშობლოს მიღმა სცადა.

რიკი სხვადასხვა დროს ლისაბონის “სპორტინგის”, “ნორვიჩის”, “სენტ ეტიენისა” და “ბეტისის” ღირსებას იცავდა. გასული სეზონი მან სწორედ ანდალუზიურ გუნდში გაატარა და ლა ლიგაში 16 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა. “ვიტესმა” იგი “ნორვიჩიდან” გამოისყიდა, სადაც თავი ვერაფრით დაიმკვიდრა. ვან ვოლფსვინკელი ყველაზე კარგი მაინც “სპორტინგში” იყო, სადაც 2011-2013 წლებში 55 თამაშში 28 გოლი გაიტანა.

0.115675