ფეხბურთი

11:27 | 29.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" ბრაზილიელი მცველი დაიმატა

იტალიის სერია A-ს ბინადარი რომის “ლაციო” გაძლიერებას განაგრძობს. ჩირო იმობილესა და ჯორდან ლუკაკუს შემდეგ დედაქალაქურმა გუნდმა ბრაზილიელი მცველი უოლასი გაიფორმა. ამის შესახებ ჯერჯერობით “ლაციოს” ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია და შესაბამისად, უცნობია თუ რა თანხა გაიღო “ლაციალემ” ფეხბურთელში. თუმცა, უშუალოდ ფეხბურთელმა თავის ინსტაგრამზე უკვე გამოქვეყნა ფოტოები იტალიური გუნდის მაისურით და პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოსთან ერთად. უოლასმა “არწივებს” ბედი ხუთი წლით დაუკავშირა.

“ახლა უკვე ოფიციალურად – “ლაციოსთან” ეს-ესაა ხუთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და ის ჩემი ახალი სახლია. ჩემთვის საამაყოა ასეთ დიდ გუნდში ჩარიცხვა, რომელსაც წარმოუდგენელი ისტორია აქვს. მადლობა პრეზიდენტს ნდობისთვის. ფორცა “ლაციო”, - დაწერა უოლასმა ინსტაგრამზე.

21 წლის სამხრეთამერიკელი მცველი სამშობლოში “კრუზეიროს” რიგებში ირჯებოდა, ბოლო ორი სეზონი კი, ფრანგულ “მონაკოში” გაატარა. გასულ სეზონში მან მონეგასკთა რიგებში 26 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანა შეძლო.

0.134379