ფეხბურთი

21:21 | 28.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსი შესაძლოა “რეინჯერსში” გადავიდეს

ჰოლანდიელი შემტევი რობინ ვან პერსი “რეინჯერსთან” კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა, აღნიშნულ ინფორმაციას Sun-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, 32 წლის შემტევმა “ფენერბახჩესთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. გავრცელებული ინფორმაციით “რეინჯერსსი” ვან პერსის გადასაბირებლად აქტიურად მუშაობს.

განვლილ სეზონში ვან პერსი “ფენერბახჩეს” ღირსებას იცავდა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 48 შეხვედრა ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.

0.115803