ჩოგბურთი

16:54 | 28.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მეოთხედფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა.

მე-3 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა ბრაზილიელი ანდრე გემი 6:3, 6:4 დაამარცხა, შემდეგ წრეში კი 19 წლის ჩეხ ზდენეკ კოლარს გაეჯიბრება.

ამ უკანასკნელმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 288-ე ადგილზე იმყოფება, მე-5 რეიტინგის მქონე ესპანელ დანიელ ხიმენო-ტრავერს 6:0, 6:3 სძლია, ეს კი, ნიკოლოზისთვის ცუდი ნამდვილად არ უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ პრაღის ჩელენჯერის გამარჯვებული 90 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

0.11825