ფეხბურთი

22:35 | 27.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" "საპოვნელას" 10:0 მოუგო

"საბურთალომ", რომელიც ბულგარეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, დღეს ამხანაგური მატჩი პირველი ლიგის თერჯოლის "საპოვნელასთან" გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა, 10:0. მატჩი თბილისის ზღვაზე, "ზესტაფონის" ბაზაზე ჩატარდა.
პირველ ნახევარში თბილისელებმა მოწინააღმდეგეს ექვსი უპასუხო ბურთი გაუტანეს, მეორეში კი - ოთხი. ესპანელმა გარსია პენიამ ჰეთ-თრიქი მიითვალა, დუბლი შეასრულეს ირაკლი რუხაძემ და გიორგი ბუხაიძემ, თითო-თითო გოლი კი თედო გრიგალაშვილმა, გიორგი ხარაიშვილმა და გრიგოლ ჩაბრაძემ გაიტანეს.
გოლები: 1:0 რუხაძე (18), 2:0 ხარაიშვილი (31), 3:0 ჩაბრაძე (33), 4:0 რუხაძე (37), 5:0 ბუხაიძე (41), 6:0 გარსია პენა (45), 7:0 გარსია პენა (48), 8:0 თედო გრიგალაშვილი (54), 9:0 გარსია პენა (61), 10:0 ბუხაიძე (68)
პირველი ტაიმი: გოშაძე, იაშვილი, კარასკო, გრიგალაშვილი, ჩაბრაძე, სოფრომაძე, ცაცკრიალაშვილი, რუხაძე (გარსია პენია 43), მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, ბუხაიძე.
მეორე ტაიმი: ქურდაძე, იაშვილი (ალთუნაშვილი 75), მარგველაშვილი, კარასკო, გრიგალაშვილი, სოფრომაძე, ჩაბრაძე, ხარაიშვილი (ნადარაია 81), გარსია პენია, ცაცკრიალაშვილი (გოშთელიანი 65), ბუხაიძე (გვარაძე 75)

0.119059