38 წლის სლოვენიელმა კალათბურთელმა იაკა ლაკოვიჩმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ლაკოვიჩმა “ბარსელონას” მაისურით 2010 წელს ევროლიგა მოიგო, ესპანეთის ჩემპიონატში კი 5-ჯერ უმარჯვია.
ამას გარდა, იაკას “პანათინაიკოსის” რიგებში საბერძნეთის ჩემპიონატი 4-ჯერ მოუგია, სლოვენიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად კი, 1998 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.
გასულ სეზონში ლაკოვიჩი “ბარსელონა B”-ს ღირსებას იცავდა.