ფეხბურთი

21:39 | 27.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინა-საქართველო არ შედგა

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მწვრთნელ ანდრეი შევჩენკოს შესთავაზა, მუნდიალის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე საქართველოს ნაკრებთან შეგვიძლია ამხანაგური მატჩის ორგანიზებაო, თუმცა "შევამ" ამ ეტაპზე უარი განაცხადა. ამის შესახებ უკრაინული საიტები იუწყებიან.
როგორც იცით, შესარჩევის პირველ მატჩს საქართველო 5 სექტემბერს ავსტრიასთან გამართავს თბილისში, ხოლო უკრაინა ისლანდიას ხვდება.
შევჩენკომ განაცხადა, რომ ისლანდიასთან თამაშის წინ ამხანაგურის გამართვა არამიზანშეწონილი იყო.

0.142279