ფეხბურთი

12:45 | 27.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ლილიმ" პსჟ-ს აღზრდილი გაიფორმა

"პარი სენ ჟერმენის" აკადემიის აღზრდილი ნახევარმცველი იუნუს სანკარე კარიერას "ლილიში" გააგრძელებს. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ახალ გუნდთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სენეგალის და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე სანკარემ საფეხბურთო კარიერა პსჟ-ში დაიწყო და მთავარ გუნდში 2007 წელს დააწინაურეს. 2009 წლის იანვარში ფეხბურთელი ჯერ "რეიმსში" გაანათხოვრეს, შემდეგ "დიჟონში", სადაც პარიზელებმა ნახევარმცველი ნახევარ მილიონად გაყიდეს. საბოლოოდ სანკარე აღმოჩნდა "გენგამში" და ამ კლუბში ბოლო სამი სეზონი ითამაშა.

გასულ სეზონში იუნუსმა ლიგა 1-ში 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 3.5 მილიონი ევრო გახლავთ.

0.118158