საათზე ნაკლები დრო რჩება ზაგრებში, უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის დაწყებამდე, სადაც ადგილობრივ “დინამოს” საქართველოს ჩემპიონი თბილისის “დინამო” დაუპირისპირდება.
უკვე ცნობილია ორივე გუნდის ის შემადგენლობები, რომლითაც ისინი მოედანზე პირველი წუთიდან გავლენ.
“დინამო” (ზაგრები) (3-4-1-2): ედუარდო; სტოიანოვიჩი, სიგალი, ბენკოვიჩი; როგი, მაჩადო, ანტოლიჩი, პივარიჩი; კორიჩი; სუდანი, ჰოჯიჩი
მწვრთნელი: ზლატკო კრანჩარი
“დინამო” (თბილისი) (4-2-3-1): სკრიბე; ლობჟანიძე, ამისულაშვილი, რენე ფერეირა, ჭელიძე; ჯიღაური, პარუნაშვილი; პაპუნაშვილი, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი; დვალიშვილი
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
მსაჯი: ბობი მადენი (შოტლანდია)