ფეხბურთი

20:37 | 26.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: იგუაინი "იუვენტუსის" ფეხბურთელია

ახლა უკვე ოფიციალურად – გონსალო იგუაინი ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელია. ამის შესახებ სერია A-ს ვებგვერდი იუწყება, სადაც იტალიურ გუნდებში მიმდინარე ყოველი სატრანფერო სიახლე აღინიშნება და არგენიტნელის ტრანსფერიც აღნიშნულ სიაში დღეს მოხვდა. როგორც გამოცემა “ტუტოსპორტი” წერს, ტურინული გრანდის გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა.

“ყველაფერი გადაწყვეტილია – იგუაინთან კონტრაქტი გავაფორმეთ”, - ეს კი, თვითონ მაროტას სიტყვებია, რომელიც გამოცემა “სპორტიტალიას” უთხრა.

იგუაინის “სანაცვლოდ “იუვენტუსი” “ნაპოლის” 90 მილიონ ევროს გადაუხდის, ოღონდ ეს თანხა ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად დაიფარება. უშუალოდ ფეხბურთელი სეზონში ანაზღაურების სახით 7.5 მილიონს მიიღებს და იგი იტალიის ჩემპიონატში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. გარდა ამისა, “იუვენტუსის” ისტორიაში ეს ტრანსფერი სიძვირით სარეკორდოა. აქამდე, “ბებერ ქალბატონს” ყველაზე დიდი თანხა 2001 წელს, ჯანლუიჯი ბუფონში გადაეხადა.

გონსალო იგუაინი ბოლო სამი სეზონის განმავლობაში “ნაპოლის” მაისურით ირჯებოდა და შარშან ფანტასტიური სეზონიც ჰქონდა – სერია A-ს 35 შეხვედრაში მეტოქეთა კარში 36 გოლის გატანა მოახერხა, რაც ამ ჩემპიონატის ისტორიაში ასევე რეკორდია.

0.147974