კალათბურთი

23:28 | 26.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰიკმანი “მილანში” ითამაშებს

30 წლის ამერიკელმა კალათბურთელმა რიკი ჰიკმანმა, რომელმაც 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ითამაშა, კონტრაქტი იტალიის ჩემპიონ “მილანთან” გააფორმა.

ამგვარად, ჰიკმანი სერია ა-ს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. 2010-12 წლებში ის ჯერ “მონფერატოს”, შემდეგ კი “სკავოლინის” ღირსებას იცავდა.

რიკიმ გასული სეზონი სტამბოლის “ფენერბაჰჩეში” გაატარა და ევროლიგის ოც მატჩში მისი საშუალო მონაგარი 4.6 ქულა და 1.3 პასი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2013-ზე ჰიკმანმა საქართველოს ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 11.8 ქულას, 4.4 მოხსნას და 1.6 პასს აგროვებდა.

0.166763