ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი ჩემპიონის “კლივლენდ კავალიერსის” მთავარმა მწვრთნელმა ტაირონ ლიუმ კლუბთან 5-წლიანი ახალი კონტრაქტი გააფორმა, აღნიშნულ ინფრომაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ხელშეკრულების მიხედვით მწვრთნელი 35 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის იანვრის თვეში ლიუმ “კავალიერსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დევიდ ბლატი შეცვალა და გუნდი ნბა-ს ჩემპიონი გახადა.