ფეხბურთი

16:21 | 26.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი 2 დღეში „იუვენტუსელი“ გახდება

როგორც ჩანს, იტალიური „ნაპოლის“ არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი, საკუთარ მომავალს „ბებერ ქალბატონს“ დაუკავშირებს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ის „ნაპოლის“ ვარჯიშზე არ გამოცხადდა და ტურინელებთან კონტრაქტს უახლოესი 48 საათის განმავლობაში ოფიციალურად გააფორმებს.

გავრცელებული ინფორმაციით, „იუვენტუსი“ 28 წლის ტრანსფერის სანაცვლოდ დაახლოებით 90 მილიონ ევროს გაიღებს და დავალიანებას ორი წლის განმავლობაში დაფარავს.

0.147978