ფეხბურთი

14:32 | 25.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთი ევროპის ჩემპიონია

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი საფრანგეთის ნაკრებში გამარჯვებით დასრულდა. გერმანიაში გამართული ტურნირის ფნალურ მატჩში “მამლებმა” წუხელ იტალიას შანსი არ დაუტოვეს და გამანადგურებელი ანაგრიშით აჯობეს.

მთელი თამაშის განმვალობაში პატარა ფრანგების უპირატესობა ეჭვქვეშ არ დამდგარა და შედეგიც სრულიად ლოგიკური გამოდგა – 4:0. ლუდოვიკ ბატელის გუნდი მალევე დაწინაურდა: მეექვსე წუთზე ბრწყინვალედ ითამაშა პსჟ-ს შემტევმა ჟან-კევინ აუგუსტინმა, რომელმაც სხვათა შორის, მთელი ტურნირი დიდებულად ჩაატარა, ანაგრიში გახსნა. ფრნაგებმა მეორე გოლიც მალევე შეაგდეს, როცა ახლო მანძილიდან ლუდოვიკ ბლასმა თავით შეაგდო, როცა იტალიელთა კაპიტან ფილიპო რომანიას აჯობა.

საფრანგეთის ნაკრების დომინირებ ამოედანზე ამის შემდოგმაც გაგრძელდა და თამაშის ბოლოსკენ ლოგიკური დასასრულიც ჰპოვა – ჯერ ლუკა ტუსარმა შეაგდო შორი მანძილიდან, ხოლო ბოლო წუთზე ისაა დიოპმა წერტილი დასვა – 4:0.

საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი მესამედ მოიგო. Aქამდე “მამლებს” გამარჯვება 2005 და 2010 წლებში მოუპოვებია. იტალიამ კი ამავე ტურნირზე ფინალში მეორედ წააგო.

საფრანგეთი – იტალია 4:0 (2:0)

ზინსჰეიმი, “რეინ-ნეკარ არენა”

საფრანგეთი: ბერნარდონი, ონგუენი, დიოპი, აუგუსტინი, ტუსარი, მბაპე, ბლასი (გელინი 81), მიშლენი, ჰარი (ფუხსი 90), მუასა, პოჰა (ტურამი 85)

მწვრთნელი: ლუდოვიკ ბატელი

იტალია: მერეტი, ვიტურინი, დიმარკო, ბარელა, რომანია, ლოკატელი, პიკი (ჩუტრონე 46), ფავილი, მინელი (ედერა 56), ცოპოლარო, გოლიონე (კასატა 78)

მწვრთნელი: პაოლო ვანოლი

გოლები: 1:0 აუგუსტინი (6), 2:0 ბლასი (19), 3:0 ტუსარი (82), 4:0 დიოპი (90)

მსაჯი: ალიარ აგაიევი (აზერბაიჯანი)

0.189335