აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება, მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ამჯერადაც, დამაჯერებლად იმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს ამერიკელებმა ლას ვეგასში არგენტინას 111:74 სძლიეს, ამჯერად კი, ლოს ანჟელესში ჩინეთს დაუპირისპირდნენ და მეტოქე 106:57 გაანადგურეს.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კევინ დიურანტი გახდა, რომელმაც 18 წუთში 19 ქულის ჩაგდება მოახერხა.
აშშ-ს ნაკრებს ოლიმპიადამდე კიდევ 3 საკონტროლო მატჩი დარჩა. 26 ივლისს ამერიკელები ოქლენდში ჩინელებს კიდევ ერთხელ შეხვდებიან, 29-ში ჩიკაგოში ვენესუელასთან მატჩია, 1 აგვისტოს კი, ჰიუსტონში – ნიგერიასთან სპარინგი გახლავთ დაგეგმილი.
აშშ – ჩინეთი 106:57 (26:13, 29:16, 23:9, 28:19)
აშშ: დიურანტი (19 ქულა, 5 პასი), ტომპსონი (17), დეროზანი (13), კაზინსი (12 ქულა, 7 მოხსნა), ჯორდანი (12 ქულა, 5 მოხსნა), ირვინგი (10), ბარნსი (6), ენტონი (5 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი), ლოური (5), ჯორჯი (5), ბატლერი (2).