ფეხბურთი

12:35 | 25.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელთა ნაკრები: ხორვატია, სერბეთი და ოთხთა ტურნირი

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სექტემბერშიც და ოქტომბერშიც ორ-ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, ხოლო ნოემბერში საკმაოდ ძლიერ ოთხთა ტურნირს უმასპინძლებს.

2 და 4 სექტემბერს გიორგი ყიფიანის გუნდი ხორვატიის 19-წლამდელთა ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 8 და 10 ოქტომბერს - სერბეთს დაუხვდება.

ნოემბერში კი იგეგმება ოთხთა ტურნირი, რომელშიც საქართველოს გარდა, ესპანეთი და ინგლისი ითამაშებენ, ხოლო მეოთხე მონაწილე ჯერ უცნობია, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც იცით, გაისად 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს და ყიფიანის გუნდს ამხანაგური მატჩები ჰაერივით სჭირდება. ჩემპიონატი რვაგუნდიანი იქნება და საქართველო საკვალიფიკაციო ეტაპებისგან გათავისუფლებულია. ამხანაგურებს რაც შეეხება, დაგვეთანხმებით, ხორვატია, სერბეთი, ესპანეთი და ინგლისი ევროპაში უძლიერესთა შორის არიან, ამდენად, მართლაც კარგ თამაშებს ვნახავთ წლეულს.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი კი, გეცოდინებათ, გუშინ დასრულდა. ჩემპიონი საფრანგეთი გახდა, რომელმაც ფინალში 4:0 სძლია იტალიას.

0.116254