ფეხბურთი

12:04 | 25.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"სელტიკი" კოლო ტურეთი გაძლიერდა

ვეტერანი კოტ დივუარელი მცველი კოლო ჰაბიბ ტურე ამიერიდან გლაზგოს “სელტიკის” რიგებში ითამაშებს. ამის შესახებ სქოთური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად გვამცნობს. 35 წლის აფრიკელი მცველი, რომელიც ბოლო წლებში ინგლისური “ლივერპულში” ირჯებოდა, “სელტიკ პარკზე” თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა და იქ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დარჩება.

ტურე ახალ გუნდში 2 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. კოლო ტურე “სელტიკში” ბრენდან როჯერსმა მიიწვია, რომელიც მას ჯერ კიდევ “ენფილდ როუდზე” ავარჯიშებდა.

ტურე “ლივერპულში” 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობდა, მანამდე კი, “მანჩესტერ სიტიში” იყო 2009-2013 წლებში. მისი კარიერის საუკეთესო წლებს რაც შეეხება – იგი უდაოდ ლონდონის “არსენალთანაა” დაკავშირებული. კოტ დივუარის ნაკრებში კოლოს 64 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

0.111365