მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა სვეტისლავ პეშიჩმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. გერმანული კლუბის ვებ-გვერდზე განთავსებული ცნობის თანახმად, პეშიჩს მუხლის ტრავმა აწუხებს და 2016-17 წლების სეზონის განმავლობაში მუშაობას ვერ შესძლებს.
მოსალოდნელია, რომ პეშიჩის ადგილს სერბეთის ნაკრების მწვრთნელი ალეკსანდარ ჯორჯევიჩი დაიკავებს, რომელმაც 2015 წელს ათენის “პანათინაიკოსი” ჩაიბარა, თუმცა, უკვე აპრილში იქიდან გაანთავისუფლეს.