არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევი სერხიო აგუერო "მანჩესტერ სიტისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს. როგორც The Sun-ი იუწყება, სამხრეთამერიკელი ხელშეკრუებას ერთი წლით გაახანგრძლივებს და გუნდში 2020 წლის ივლისამდე დარჩება.
ხელფასის სახით არგენტინელი კვირაში 200 000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს. გამოცემის ცნობით, ახალი კონტრაქტი 2016/17 წლების სეზონის დაწყებამდე გაფორმდება.
აგუერო მანჩესტერელთა რიგებს 2011 წელს მადრიდის "ატლეტიკოდან" შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 208 მატჩში 136 გოლი გაიტანა.