ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "პორტუს" მცველი ბრუნო მარტინს ინდი შესაძლოა მომდევნო სეზონიდან პრემიერლიგაში ვიხილოთ. როგორც The Sun-ი იუწყება, "ევერტონმა" პორტუგალიურ გრანდს ფეხბურთელის სანაცვლოდ 12.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზა.
ლივერპულელები ინდის ჯონ სტოუნსის შემცვლელად მოიაზრებენ, რადგან ინგლისელი უახლოეს პერიოდში "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი გახდება. ბრუნომ "დრაკონების" შემადგენლობაში 71 შეხვედრა ჩაატარა. კონტრაქტის მიხედვით ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 11.5 მილიონი ევროა.