ფეხბურთი

15:01 | 24.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

მესი "ბარსელონას" ნაადრევად შეუერთდა

არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესიმ დასვენების დღეები დაიკლო და "ბარსელონას" ნაადრევად შეუერთდა. სამხრეთამერიკელს კოპა ამერიკის ტურნირის გამო აგვისტომდე უნდა დაესვენა, თუმცა ლუის ენრიკეს 25-კაციან განაცხადში მოხვდა და გუნდთან ერთად ინგლისში მომზადებას გაივლის. აღნიშნული ინფორმაცია "ბლაუგრანას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ესპანელი სპეციალისტი გუნდს დუბლინში "სელტიკთან" 30 ივლისს გასამართი შეხვედრისთვის მოამზადებს. "ბარსელონა" ევროპის ჩემპიონატის გამო ანდრეს ინიესტას, ჟერარ პიკეს და ივან რაკიტიჩს ასვენებს. ახალწვეულები სამუელ უმტიტი და ლუკას დინიე გუნდს ასევე მოგვიანებით შეუერთდებიან.

მესისთან ერთად ბირმნიგემში მომზადებას თურანი, მასიპი, სუარესი, მუნირი, რობერტო, ადრიანო, ვიდალი, მატიე, დენის სუარესი, სამპერი, მონტოია, ტელიო და სარეზერვო გუნდიდან კიდევ 12 ფეხბურთელი გავლის.

0.122609