ფეხბურთი

23:22 | 23.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" ვარელა გაანათხოვრა

ურუგვაის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი და "მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მცველი, 23 წლის გილერმო ვარელა მომდევნო სეზონს ერთწლიანი იჯარის წესით "აინტრახტში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

სამხრეთამერიკელი "მანჩესტერში" "პენაროლიდან" 2013 წელს ჩაირიცხა და ფეხბურთელმა ასპარეზობა 21-წლამდელთა გუნდში დაიწყო. ვარელა ერთი სეზონი მადრიდის "რეალის" სარეზერვო გუნდში იყო განათხოვრებული, გასულ სეზონში კი "წითელი ეშმაკების" რიგებში 11 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.124648