სტამბოლის „ფენერბახჩეს“ ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ შესაძლოა კარიერა ფრანგულ გრანდ პსჟ-ში გააგრძელოს.
L’Equipe-ს ცნობით, პარიზელები 32 წლის ფეხბურთელში ედისონ კავანის შემცვლელს ხედავენ და კლუბის სპორტული დირექტორი პატრიკ კლიუვერტი უკვე ესაუბრა თანამემამულეს.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მოთამაშის, ვან პერსის შეძენის სურვილს „სტოკ სიტი“ და „მიდლსბროც“ გამოთქვამენ. მისი სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა.