ფეხბურთი

14:12 | 23.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ რაკიტიჩით დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსი“ ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური „ბარსელონას“ ნახევარმცველით, ივან რაკიტიჩით დაინტერესდა.

Sport.es-ის ცნობით, იტალიელები 28 წლის ფეხბურთელს იმ შემთხვევაში შეიძენენ, თუ პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედში“, ან მადრიდის „რეალში“ გადავა.

თავის მხრივ, რაკიტიჩი გუნდს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ „ბარსელონა“ „ვალენსიადან“ ანდრე გომეშს შეიძენს. Transfermakt-ის ცნობით, ხორვატის კონტრაქტში მის გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა „ბარსელონა“ მას 50 მილიონის სანაცვლოდაც შეელევა.

ივანი „ბარსელონაში“ 2014 წელს „სევილიადან“ გადავიდა და პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში ჩატარებულ 36 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

0.143107