ფეხბურთი

13:07 | 23.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

გილერმო ოჩოა ლიგა ადელანტეში ითამაშებს

გამოცდილი მექსიკელი მეკარე გოლერმო ოჩოა ამიერიდან “გრანადას” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ესპანური გუნდის ვებგვერდი იტყობინება. 31 წლის კიპერი, რომელიც “მალაგას” საკუთრებაშია, “გრანადას” კარს დამდეგ სეზონში იჯარით დაიცავს.

ოჩოა საკმაოდ მაღალი დონისა და გამოცდილი დონის კიპერია და ცოტა გასაკვირია, რომ ლიგა ადელანტეში თამაშს დასთანხმდა. მან განსაკუთრებით კარგად თავი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე წარმოაჩინა.

გილერმოს ევროპაში “მალაგას” გარდა, ფრანგული “აიაჩოს” კარი დაუცავს, ხოლო სამშობლოში მეტწილად “ამერიკას” რიგებში ირჯებოდა. გასულ სეზონში მექსიკელმა ლა ლიგაში 11 შეხვედრის ჩატარება მოახერხა.

0.114516