ფეხბურთი

22:33 | 22.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვეინალდუმი "ლივერპულის" მოთამაშეა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ნიუკასლის" ყოფილი ნახევარმცველი, 25 წლის ჟორჟინიო ვეინალდუმი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია "მერსისაიდელთა" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ტრანსფერის სხვა დეტალები კლუბს ჯერჯერობით არ გაუხმაურებია.

შკყ შპორტს-ის ცნობით კი, ნახევარმცველმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო "კაჭკაჭებმა" ფეხბურთელის გაშვებისთვის 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღეს. ფეხბურთელი "ლივერპულთან" ერთად ამერიკაში წინასასეზონო მზადებას გაივლის და ხუთნომრიან მაისურს მოირგებს.

ვეინალდუმი "ნიუკასლში" 2015 წლის ზაფხულში პსვ-დან გადავიდა და პრემიერლიგაში გატარებულ პირველივე სეზონში 40 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჰოლანდიელის აქტიურობის მიუხედავად, გუნდი ინგლისის ჩემპიონატს დაემშვიდობა და მომავალ სეზონში ჩემპიონშიფში ითამაშებს.

0.111275