გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" აწ უკვე ყოფილი შემტევი მარიო გიოტცე მშობლიურ "დორტმუნდს" დაუბრუნდა. როგორც "ბორუსიას" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გააფორმა. "რეკორდმაისტერებმა" შემტევის სანაცვლოდ 22 მილიონი ევრო მიიღეს და ბონუსების სახით კიდევ ჩაერიცხებათ გარკვეული თანხა.
გიოტცე დორტმუნდელთა აკადემიაში 2001 წელს მივიდა და მთავარ გუნდში 2010 წელს დააწინაურეს. სამი სეზონში მარიომ 116 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა. 2013 წელს კი მიაშურა მიუნხენურ გუნდს, სადაც 114 შეხვედრაში თავი 36-ჯერ გამოიჩინა.