“ჰიუსტონ როკეტსმა” 33 წლის ბრაზილიელი ცენტრი ნენე დაიმატა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. არაოფილიალური ინფორმაციით, ნენემ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც კალათბურთელი 2.9 მილიონს მიიღებს.
ნენე თავისუფალი აგენტი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ტეხასელებმა ბრაზილიელი უფასოდ შეიძინეს.
განვლილ სეზონში ნენე “ვაშინგტონის” ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 9.2 ქულას და 4.5 მოხსნას აკეთებდა.