ფეხბურთი

18:05 | 21.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" 2:1 მოგება: სამივე გოლი ქართველებმა გაიტანეს

"საბურთალომ" ბულგარულ შეკრებაზე ამხანაგური მატჩი გამართა კვიპროსის "ეთნიკოსთან" და 2:1 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი ქართველებმა გაიტანეს...

"ეთნიკოსი" ნიკა კაჭარავამ დააწინაურა 49-ე წუთზე, თუმცა პაბლო ფრანკოს გაწვრთნილმა "საბურთალომ" მოახერხა თამაშის შემოტრიალება: გიორგი ხარაიშვილმა გაათანაბრა, გიორგი ბუხაიძემ კი გადამწყვეტი ბურთი გაიტანა.

ისიც აღვნიშნოთ, რომ "ეთნიკოსში" კაჭარავას გარდა, გიორგი ილურიძემაც ითამაშა. ასევე, "ეთნიკოსშია" 19 წლის ნახევარმცველი ნიკოლაი ყიფიანი, რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივში" გახლდათ და კვიპროსზე იჯარით გადავიდა. ყიფიანი რუსეთის მოქალაქეა და რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია.

"საბურთალოს" შემადგენლობა პირველ ტაიმში: ჩოჩიშვილი, იაშვილი, მარგველაშვილი, თედო გრიგალაშვილი, ნადარაია, მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი, გვარაძე, ფანცულაია, რუხაძე, გოშთელიანი.

მეორე ტაიმი: გოშაძე, სოფრომაძე, კარასკო, ხუბაშვილი, ჩაბრაძე, ელვინ ტერა, ხარაიშვილი, ცაცკრიალაშვილი, ბუხაიძე, ლაკვეხელიანი, გარსია პენია.

0.155247