ესპანური “ვალენსიას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი როდრიგო დე პაული კარიერას “უდინეზეში” გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 22 წლის შემტევი “ფრიულელებმა” სრულად გამოსიყიდეს და 5 წლიანი კონტრაქტიც გაუფორმეს.
დე პაული “ვალენსიაში” 2014 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და 44 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით სამშობლოში, კერძოდ “რასინგ აველანდაში” გაატარა (15 მატჩი, 1 გოლი).