კალათბურთი

1:12 | 21.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა“ დრეიპერი დაიბრუნა

ამერიკელი კალათბურთელი დონტეი დრეიპერი, რომელსაც ხორვატიის პასპორტიც გააჩნია, მადრიდის “რეალს” დაუბრუნდა. ამ ინფორმაციას “სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

გასულ სეზონში დრეიპერი ყუბანის “ლოკომოტივის” ღირსებას იცავდა და ევროლიგაში საშუალოდ 6.5 ქულას, 1.8 მოხსნას, 2.2 პასს და 1.1 ჩაჭრას აგროვებდა.

ისიც ვთქვათ, რომ 31 წლის მცველს “რეალის” მაისურით 2012-14 წლებში უთამაშია.

0.12604