ფოთში დასრულებული საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებული რუსი დავიდ პარავიანი (2511) გახდა, რომელმაც 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა.
საპრიზო სამეულში შესვლამდე მცირედი დააკლდა გიგა ყუფარაძეს (2445), რომელიც რამდენიმე ტურის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა, ბოლო ორ პარტიაში მხოლოდ 0.5 ქულა აიღო და ასპარეზობა მე-4 ადგილზე დაასრულა.
დასკვნით ტურში გიგა შავი ფიგურებით სომეხ ვაჰე ბაღდასარიანს (2472) დაუზავდა. შედეგად, ყუფარაძემ და ბაღდასარაიანმა 6.5-6.5 ქულა მოაგროვეს.
ასეთივე შედეგი აჩვენეს უკრაინელმა ალექსანდერ ზუბოვმა (2614) და სომეხმა არმან მიკაელიანმა (2448), რომელთაც მეორე-მესამე პოზიციები გაინაწილეს.