ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ არგენტინის ნაკრებში უხელფასოდაც იმუშავებდა. მარადონამ დიეგო სიმეონეც ახსენა, მან "ალბისელესტეს" გაწვრთნა ფინანსური საკითხებისგამო იუარაო.
"სიმეონემ იუარა, მე კი, სიმართლე გითხრათ, მწვრთნელობა მომენატრა. ჩემთვის ფული პრობლემა არაა. ბევრს ჰგონია, რომ ძვირადღირებული სპეციალისტი ვარ. მაშ, მოურინიუ? სიმეონე? ანჩელოტი? არანაირად არ ვარ მათზე ძვირადღირებული".
მარადონა უკვე წვრთნიდა არგენტინის ნაკრებს და 2010 წლის მუნდიალს მეოთხედფინალში გამოეთიშა: მისმა გაწვრთნილებმა გერმანიასთან 0:4 წააგეს.