ლუგანსკის "ზორიამ" ამხანაგურ მატჩში 6:0 გაანადგურა "ილიჩივეცი" და ბოლო გოლი ჯაბა ლიპარტიამ გაიტანა: 88-ე წუთზე თავური დარტყმით. ლიპარტიამ მეორე ტაიმში ითამაშა. შეგახსენებთ, "ზორია" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
გიორგი ნავალოვსკის "ვერიამ" 1:0 სძლია "კერკირას". გიორგიმ სასტარტოში ითამაშა და 72-ე წუთზე შეცვალეს. როგორც იცით, ნავალოვსკი ბერძნულ კლუბში ამ ზაფხულს გადავიდა.