ესპანური "მალაგას" გარდა, ჯაბა კანკავას გადაბირება თურქულ "ტრაბზონსფორსაც" სურს. ტრაპიზონელები თურქეთის სუპერლიგაში თავისთვის უჩვეულო, მე-12 ადგილზე გავიდნენ.
როგორც შევიტყვეთ, კანკავას აგენტი "მალაგას" ხელმძღვანელობას ესაუბრება, თუმცა "ტრაბზონსფორის" ვარიანტიც არაა გამორიცხული. რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები პრიმერა დივიზიონში გადავიდეს - უძლიერეს ლიგაში არცერთი ქართველი ფეხბურთელი არ თამაშობს.