18 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია.
მე-5 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ რუსი ვალერია პოგრებნიაკი 6:4, 7:6 (7:4) დაამარცხა, ნახევარფინალის საგზურს კი კიდევ ერთ რუს ვალერია სავინიხს შეეცილება.
წყვილთა ტურნირში ბოლქვაძე და რუსი მარგარიტა ლაზარევა, რომელთაც მე-4 რეიტინგი გააჩნდათ, მეოთხედფინალში დამარცხდნენ. მარიამმა და მარგარიტამ რუსულ-ყირგიზულ დუეტთან (პუჩკოვა-პალკინა) 4:6, 6:2, 5:10 წააგეს.