“ჩელსი” 31 წლის “ლაციოს” იტალიელი ნახევარმცველით მარკო პაროლოთი დაინტერესდა. ლონდონელები ნახევარმცველის შეძენას აგვისტოს თვეში გეგმავენ, აღნიშნულ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს. წყაროს ცნობით, პაროლოს დამატება “არისტოკრატების” მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს მოთხოვნაა.
პაროლო “ლაციოს” ღირსებას 2014 წლიდან იცავს, სულ 60 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. მარკოს აქამდე “კომოში”, პისტოიზეში”, “ვერონაში”, “ჩეზენაში” და “პარმაში” უთამაშია.