თამაშგარე

11:30 | 20.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლაგოდეხელი მარო და ალეხანდრა ამბროზიო

ლაგოდეხელ დიდებულ მეურნესა და მეოჯახე ქალბატონს, ქვემოთუბნელ გაგრიაანთ მაროს უთქვამს: ”ვინც ბრაზილიაში დასდიხართ, ილაჯი დაგეწოთ, თუ იქაური კარგი რძალი არ ჩამამიყვანოთ – იგე, ჩემი უმცროსი ბიჭი ნუგზარა როგო მარტო დაიარება გორის “დილას” თავდამსხმელივითაო”.

ქალბატონ მაროს ბრაზილიელი რძლის სახლში შეყვანის იდეა მაშინ ეწვია, როდესაც ერთ-ერთ “ყვითელ” ჟურნალში ულამაზესი და უშხვართესი ბრაზილიელი მოდელის, ალეხანდრა ამბროზიოს ფოტოები იხილა და ისიც გაიგო, ალეხანდრა ჩაფულიანების მიუხედავად, ყოველთვის თვითონ რომ იმზადებს საჭმელს და სახლის დალაგებაც რომ არ ეზარება.

“რა კაი გოგოა ეს კეთილძაღლი” – მხოლოდ ეს ჩაილაპარაკა მაროს ქმარმა, პატივცემულმა კობა დურმიშხანოვიჩმა და გააგრძელა გაზეთში თუთუნის გახვევა. პირველი ბიჭუის ცოლმა ნათელამ კი თავისთვის ჩაილაპარაკა: “იმე, ეგღა გვაკლდა აქა. სპორტსმენი იმაი არ დაუტოებია და პოლიტიკოსი – ყველასთან “იმასუქნია” და ეგ გამაადგება ამ ჩემ ბეჩავ მაზლსა?”...…

0.150009